29 ივნისი 2024,   12:23
ვრცლად
გურიაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროსა და უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს მიაგნეს.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მდებარე საამქროში ხის მასალა უკანონო ტრანსპორტირების საშუალებით მიიტანეს.

სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი ამჟამად დალუქულია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

 

დღის ამბები