ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, მმართველი გუნდი, 2 კვირის ვადაში, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე აცხადებს, რომ, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ოპონენტების მხრიდან სავარაუდო აგრესიულ კამპანიას არ გამორიცხავს.
"მიზანი, რომელიც ამოძრავებს ამ საკითხის ინიციირებისას ჩვენს პარტიას, გახლავთ ერთადერთი - ღირებულებები, რომელიც არის მნიშვნელოვანი, გარკვეულ შემთხვევებში - უპირატესიც. ბუნებრივია, რომ ეს მოითხოვს სამართლიან დარეგულირებას. შეიძლება, ამან გამოიწვისო, კვლავ აგრესიული კამპანია, არასწორი იარლიყების მოკერება, როგორც იყო წარსულში და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი რისკფაქტორი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.