დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებლები, თანხმობის გარეშე, აღარ მიიღებენ. უარის დაფიქსირების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
თუ მომხმარებლის უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას განაგრძობენ, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
კომპანია საჩივარს განიხილავს და მოვაჭრეს მისცემს გაფრთხილებას ან დააჯარიმებს 3000 ლარით.