18 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ენერგოეფექტიანი ღუმელები უსასყიდლოდ გადაეცემათ

სოციალურ პროექტი „სითბო ყველას“ დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლო გადაცემას ითვალისწინებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა და მასში 25 ადგილობრივი დასაქმდა.

წარმოების მხარდაჭერისთვის გაცემულია 600,000 ლარზე მეტი გრანტის სახით. პროექტისთვის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ოდენობა კი მილიონ 700 ათას ლარს აღემატება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით პროექტის მიზანია ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დანერგოს, რაც გარემოზე ზეწოლას შეამცირებს. 

"მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას და შევამციროთ გარემოზე ზეწოლა. დაფინანსების ნაწილი სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერით იქნა მობილიზებული, კომპანიის მიერ. ამასთან ერთად, გვაქვს პროექტი giz-ის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით დაინტერესებულ პირებს, შეისყიდონ ენერგოეფექტური ღუმელები და გვაქვს თანადაფინანსების კომპონენტი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

დღის ამბები