16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ ლგბტ პროპაგანდის უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ არსებობს - მდინარაძე

"თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ ლგბტ პროპაგანდას უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ აქვს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პედოფილია სერიოზული პრობლემაა, რომელსაც უმკაცრესი სასჯელი აქვს. მდინარაძე, ასევე, პარალელს ავლებს პედოფილიასა და გაუპატიურებას შორის და აცხადებს, რომ ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის.

"როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომლისთვისაც არსებობს ნორმა, უმკაცრესი სასჯელი და როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცველები და შესაბამისი სასჯელი არის უმკაცრესი. გაუპატიურებაზე, პედოფილიაზე არის უმკაცრესი სასჯელები. აღსრულებაშიც უმკაცრესად ისჯებიან. ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, განსხვავებით ამისა, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები