მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა.
სისტემის ტესტირება და შემოწმება უკვე დასრულებულია. ინსტალაცია, პოლონეთის მხარის დაკვეთით, RP Global-მა განახორციელა, რომელიც, განახლებადი ენერგიის სექტორში, საერთაშორისო დონის დეველოპერია.
პროექტის ღირებულებამ 26 680 ევრო შეადგინა.