პირველი სამუშაო დღე მინისტრის რანგში - მიხეილ სარჯველაძეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ელოდებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძემ ნდობა ოფიციალურად გუშინ გამოუცხადა და მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყება ჩააბარა.
ახალი მინისტრის კომპეტენციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მმართველ გუნდთან ერთად არ აქვთ არც ოპოზიციაში, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ გამოცდილებას ამ სფეროში მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.
უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ სარჯველაძე მის უწყებაში შემავალ სამივე სფეროს განვითარებისთვის მაქსიმალურს გააკეთებს და შედეგსაც დადებს.