შეზღუდვები მოხსნილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე - 47-ე კმ-ზე გადაადგილება ამიერიდან თავისუფალია. ტრანსპორტს მოძრაობის უფლება ტერიტორიის გაწმენდისა და გეოლოგთა ჯგუფის რეკომენდაციის შემდეგ მიეცა.
მეწყრულ მონაკვეთზე ახალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოეწყო ტერასები და სანიაღვრე არხები. ჩატარებულ სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნო.