ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ქვენატკოცაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. გასულ წლებში სოფლამდე მისასვლელი გზა უკვე მოეწყო, ამჯერად კი შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება, რაც ჯამში 3 კმ-ზე მეტი სიგრძის გზას მოიცავს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.