09 მაისი 2024,   14:09
ვრცლად
"Erasmus+"-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინისა და ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის ლიდერების შეხვედრა იმართება

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, "Erasmus+"-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინისა და ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის ლიდერების შეხვედრა იმართება. ღონისძიებაზე დაინტერესებული მხარეები საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

პარტნიორების მიზნად სახელდება ის, რომ მსმენელებს ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილების შესაბამისი უნარ-ჩვევების, დინამიკურად ცვალებადი გარემოს მიმართ სამუშაო სივრცის ადაპტაციასა და ინოვაციური უნარების დაუფლებაში.

შეხვედრები ხვალ დასრულდება.

დღის ამბები