27 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ძებნის ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა გაიზარდა

ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ძებნის ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკა ვერ შედის, რადგან რელიეფი ამის საშუალებას არ იძლევა.

მაშველები მიუვალ ადგილას ვერტმფრენით გადაჰყავთ. ისინი ნიჩბებით ცდილობენ მუშაობას. ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

ცნობისთვის, ადგილობრივები ხუთი ბურნით შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ, ხუთიდან ოთხმა გაასწრო ზვავს და უსაფრთხო ადგილას გავიდა. ერთს ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები