ეროვნული გვარდიის მეთაური "ჩვენი ჯარის" პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა. მან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები გააცნო. ბრიგადის გენერალმა ახალგაზრდებს აქტიური რეზერვის სისტემის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სამხედროებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნეს. "ჩვენი ჯარი" საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წლიდან მიმდინარეობს.
პროექტის მიზანი ჯარის პოპულარიზაციაა.