16 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"ხელს ვერ შეგვიშლით იმ მოდელის პრაქტიკაში დაცვაში, რომელიც სწორად მიგვაჩნდა დღემდე" - დავით უსუფაშვილი გენდერული კვოტის გაუქმების შესახებ

"ამ პროექტს დღეიდან მე ვერ ვუწოდებ "გირჩის" პროექტს, ეს არის "ოცნების" პროექტი, რადგან "გირჩის" იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ ექნებოდა პოლიტიკური განზრახულობა "ოცნებას",- ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

საუბარია "გირჩის" ინიციატივაზე გენდერული კვოტის გაუქმების შესახებ, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნება.

"ამ პროექტს დღეიდან მე ვერ ვუწოდებ "გირჩის" პროექტს, ეს არის "ოცნების" პროექტი, რადგან "გირჩის" იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ ექნებოდა პოლიტიკური განზრახულობა "ოცნებას". მე და "ლელო" ხელს ვერ შეგიშლით ამ განზრახულობის რეალიზებაში, მაგრამ თქვენ ხელს ვერ შეგვიშლით იმ მოდელის პრაქტიკაში დაცვაში, რომელიც სწორად მიგვაჩნდა დღემდე, დანარჩენს ამომრჩეველი განსჯის,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინეს. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღის ამბები