23 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 48 წლის თენგიზ ჭანია დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაში აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა.

მისი ცხედრის გამოყვანა თანამებრძოლებმა, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეძლეს.

ჭანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძოდა. აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალშიც იბრძოდა. დაღუპულ მებრძოლს სოფელ განმუხურში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღის ამბები