18 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
სასროლეთში, სადაც დღეს დილით აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში, სადაც დღეს, დაახლოებით დღის თორმე საათზე აფეთქება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე, თითქმის ათი საათია მუშაობენ. ასევე  ადგილზე რჩებიან ფეთქებადსაშიში ნივთების მკვლევარები, რომლებიც ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით გადადგილდებიან.

სამი გარდაცვლილიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი.

დაშავებულთაგან ერთი, 60 წლამდე კაცი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს, ხოლო ორი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დამწვრობა აღენიშნებათ. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვა.

დღის ამბები