04 მაისი 2024,   03:22
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და შვიდი დაკარგული - იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი წვრთნების დროს ზღვაში ჩამოვარდა

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი წვრთნების დროს ზღვაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრიდან ერთი დაიღუპა შვიდი კი დაიკარგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კატასტროფა ტორიშიმას მახლობლად, ცენტრალური იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე იმ დროს მოხდა, როცა SH-60 ტიპის ორი საპატრულო ვერტმფრენი წვრთნებს ატარებდა.

სავარაუდოდ, ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. ეკიპაჟის დაკარგულ შვიდ წევრს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები და სანაპირო დაცვა ეძებს.

დღის ამბები