03 მაისი 2024,   23:43
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა ამბროლაურში გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რეგიონებში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ამბროლაურში გაიმართება.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა" - ასე ჰქვია კონსტიტუციის 30-ე მუხლის დამატებას, რომელიც 8 პუნქტისგან შედგება.

ხელისუფლება ამბობს, რომ ამით ადამიანის უფლებების დაცვის და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის გამიჯვნა სურს. მმართველი გუნდის ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ეს ხელოვნურად გააქტიურებული თემაა.

უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო ხმა პარლამენტში არ აქვს, თუმცა მისი განხილვა მაინც დაიწყო. შეხვედრები დაიწყო ქუთაისში. ამბროლაურის შემდეგ კი რიგში დგას: ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი და მესტია.

დღის ამბები