03 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და პირველ მგზავრებს ახალი ტერმინალი 2025 წელს მიიღებს. უკვე შერჩეულია შემსრულებელი კომპანია.

ახალი ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის.

დღის ამბები