04 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
ამ აქციის გაცხადების შემდეგ, ფაქტობრივად, სახე დაკარგეს ადამიანებმა და თავზარდამცემი აღმოჩნდა მათთვის - რატი იონათამიშვილი

პოლიტიკური განხილვა "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ შეკრება საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან მათი თქმით, ბოლო დღეების აქციის მონაწილეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, რეალურად კი ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის პოზიციაა.

აქციაზე იქნება ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ სახალხოდ მეორედ გამოჩნდება. შეკრება პარლამენტის წინ 29 აპრილს, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მეორე მოსმენის წინ დაიგეგმა.

"სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი არ ეცოდინება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც შეგნებით თუ შეუგნებლად ქუჩაში დგას, რომ არსებობს კიდევ დიდი ნაწილი საზოგადოებისა, რომელთაც აბსოლუტურად სხვა შეხედულება აქვს ამ თემებთან დაკავშირებით. ორგანიზება ჯობია, ვიდრე სპონტანური, ქაოსური მოქმედებები, რომელმაც შეიძლება მართლა გამოიწვიოს ცუდი შედეგი," - აცხადებს გია ვოლსკი.

"ამ აქციის გაცხადების შემდეგ რა რეაქციებიცაა რადიკალურ ოპოზიციაში - ფაქტობრივად, სახე დაკარგეს ადამიანებმა და თავზარდამცემი აღმოჩნდა მათთვის, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს კონკრეტული მარგინალები ცდილობენ, საზოგადოებაში მცდარი აღქმები დაამკვიდრონ და ეშინიათ მსგავსი აქციების," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები