სამსახური ციხეში - მსჯავრდადებულთა პროფესიული გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში პროექტების განხორციელებას აგრარული მიმართულებით განაგრძობს.
ნომერ მე-15 დაწესებულებაში ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო. საზაფხულო სამუშაოები დაწყებულია სხვა დაწესებულებებშიც. მსჯავრდადებულები - ჟოლოს, მარწყვის, ნივრისა და მწვანილის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება - პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ.