დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფისა" და "ეკოსერვისჯგუფის" თანამშრომლებმა დენდროლოგიურ პარკში დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები შეასრულეს.
პარკის ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, გაითიბა ბალახის საფარი და ბუჩქების ფორმირება განხორციელდა.
დედამიწის დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ღონისძიებები ტარდება საქართველოშიც.