04 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
სომხეთის ტავუშის ოლქში აქციის მონაწილეებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზის მონაკვეთი გადაკეტეს

სომხეთის ტავუშის ოლქში აქციის მონაწილეებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზის მონაკვეთი გადაკეტეს. პროტრესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანის მოსაზღვრე რვა სოფელი, შესაძლოა, აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდეს. ადგილობრივების განცხადებით, გზის მონაკვეთი, სადაც აქცია მიმდინარეობს, აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდება, საფრთხე სომხეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხედრო ინფრასტრუქტურას და ბუნებრივი აირის მილსადენს შეეხება. სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არსებული საზღვრის განაღმვის სამუშაოები უკვე დაიწყო.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების მიხედვით, საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებული მოცემულობით დადგინდება, მხარეები სასაზღვრო ზონის განაღმვის და თავდაცვის პოზიციების გადაჯგუფების შესახებ შეთანხმდნენ.

დღის ამბები