04 მაისი 2024,   00:12
ვრცლად
ოპოზიცია მმართველი გუნდის დაგეგმილ აქციას დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული შეკრება 18 საათიდან დაიწყება. ოფიციალური გახსნა კი 20 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიცია ინიციატივას დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს. 

"ვნახოთ რამდენი თბილისელი გამოვა აქციაზე, რადგან რეგიონებიდან პარტული აქტივის შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში არ გყოფნის სათანადო რესურსი,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ "ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქცია,  უდიდესი სისუსტის გამოვლინებაა":

"როდესაც ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის უდიდესი სისუსტის გამოვლინება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა გამოიყვანონ ძალით და რამდენი ტაშიც უნდა აკვრევინონ მათ, ქართველი ხალხი ყოველთვის იტყვის -  კი ევროპას და არა რუსეთს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე. 

დღის ამბები