საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს.
პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
მოეწყო დაჯილდოების ცერემონიაც - სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდნენ.