18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
"ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, ეს არის ქართული კანონი, მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ" - ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდების მსვლელობას შეუერთდა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აქტივისტების მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი, ცოტნე ივანიშვილიც შეუერთდა. როგორც ცოტნე ივანიშვილი ამბობს, ის ქართველი ახალგაზრდების მოთხოვნას მხარს უჭერს და მათ გვერდით დგას.

"ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ქართული კანონი, მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ," - ამბობს ცოტნე ივანიშვილი "კურიერთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ამ წუთებში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და აქტივისტები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ, ისინი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებას შეუერთდებიან.

შეკრება ახალგაზრდებმა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან ნახევარი საათის წინ დაიწყეს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი მსვლელობას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეუერთდა.

დღის ამბები