19 მაისი 2024,   10:46
ვრცლად
ისრაელის არმია 100 000 პალესტინელს მოუწოდებს, რაფაჰის ტერიტორია დატოვონ

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის არმიამ პალესტინელებს მოუწოდა, აღმოსავლეთ რაფაჰის ტერიტორია დატოვონ. საუბარია იქ მცხოვრებ 100 000 ადამიანზე.

ღამით ისრაელმა რაფაჰზე იერიში განახორციელა, რის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 8 ბავშვი. ინფორმაციას პალესტინის მედია ავრცელებს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ზავის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდა.

 

დღის ამბები