19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
მორიგი შეტევა უკრაინაზე - რუსეთმა იერიში ქვეყნის ელექტროენერგიის ობიექტებზე მიიტანა

მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევში, ღამით გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა. ოკუპანტების ძირითადი სამიზნე ელექტროენერგიის ობიექტები იყო. რაკეტებით და დრონებით იერიში იყო ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებზე პოლტავის, კიროვო-გრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში.

უკვე გავრცელდა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მოწოდებაც მოქალაქეების მიმართ - ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით, დილის და საღამოს საათებში. ცნობილია ისიც, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა.

 

დღის ამბები