ნიქოზიის აპოელტან ერთად, ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ. ქვილითაიამაც და დვალმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.
აპოელმა ისტორიაში 29-ედ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა და ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეიტანეს.