19 აგვისტო 2026,   12:44
ვრცლად
პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს - პოლიცია ცდილობს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი მოქალაქეებს სრულად დაატოვებინოს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს. ახლა ისინი ცდილობენ, რომ პარლამენტის უკანა ტერიტორია მოქალაქეებს სრულად დაატოვებინონ. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები კი, თავის მხრივ, სკანდირებენ - "მონებო."

ამ წუთებში ადგილზე ვითარება დაძაბულია. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ადგილზე განლაგებულია ასევე წყლის ჭავლის მანქანა.

 

დღის ამბები