რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულები თბილისის სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლის დარღვევას ედავებიან. დაკავებულების ნაწილთან ადვოკატები არიან შესულები.
ადვოკატ ეკა ქობესაშვილის განცხადებით, თავად ორ დაკავებულს შეხვდა, მათ ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ და ერთ-ერთს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება.
"შევხვდი ორ დაკავებულს და ორივე არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ორივეს აქვს დაზიანებები. ერთი დაკავებული გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით და სჭირდება მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ მოხდეს მათი გამოკითხვა და ყველა საქმეზე მოხდეს სათანადო რეაგირება", - განაცხადა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.