15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - "საქსტატმა" ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, დასაქმებულთა რაოდენობა კი იზრდება - ახალი მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა. სტატისტიკით ირკვევა, რომ უმუშევართა რაოდენობა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 50 ათასზე მეტით არის შემცირებული.

უმუშევრობის შემცირების ტემპსა და დასაქმების ზრდაზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ, მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველოს დადებითი დინამიკა აქვს.

შრომით ბაზარზე არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე აკეთებენ აქცენტს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

უმუშევრობის შემცირების ტემპს საქართველოს ეკონომიკის ზრდით ხსნიან ანალიტიკოსები. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ შრომით ბაზარზე არსებული დადებითი დინამიკა გრძელვადიანი იქნება.

უმუშევრობის შემცირების ფონზე, ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები