27 ივლისი 2024,   04:48
ვრცლად
ისტორია დაწერილია - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

"მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია!

გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს!

ტატოო გრიგალაშვილიიი!!!

ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია", - ასე ულოცავს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას.

ფინალურ ბრძოლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ, თურქ, ტაჯიკ და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს სძლია.

2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს.

დღის ამბები