15 ივნისი 2024,   23:53
ვრცლად
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დააკავეს - რუსთავში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

"კურიერისთვის" რუსთავში მომხდარი მძიმე დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მამაკაცი, რომელიც ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დააკავეს, 27 წლის გიორგი ფირაშვილია. მან მეუღლეს - მარიამ სოფრომაძეს და მის დედას - ინგა ბეგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩაში ესროლა.

მოკლულებთან ერთად, ეტლში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი. მამაკაცმა სანადირო თოფიდან მაშინ გაისროლა, როდესაც მისი მეუღლე და სიდედრი ბავშვს ასეირნებდნენ.

გარდაცვლილების მეზობლები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ მარიამ სოფრომაძე და გიორგი ფირაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობდნენ. 

შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები