25 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - ქალები თავდასხმის მომენტში ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ

ახალი დეტალები რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ - წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში, ქალები ქუჩაში იმყოფებოდნენ ბავშვთან ერთად, რომელიც ეტლში იჯდა. მცირეწლოვანი ახლა შესაბამისი პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე ორი ქალი - დედა-შვილი მოკლეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თავდასხმისთვის დაკავებულია ერთ-ერთი გარდაცვლილის, შვილის მეუღლე. მამაკაცმა ცოლს და სიდედრს სანადირო თოფიდან ესროლა. 

"კურიერი" გაესაუბრა შემთხვევის თვითმხილველებს, რომლებიც ამბობენ, რომ მამაკაცს გაქცევა არ უცდია და დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა. 

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები