27 ივლისი 2024,   04:27
ვრცლად
რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მგზავრების ნაწილმა საავადმყოფო დატოვა

რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მგზავრების ნაწილმა საავადმყოფო დატოვა, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ამ დროისთვის, ამბროლაურის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ორი პაციენტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა 23 მაისს, ამბროლაურის სოფელ ჭელიაღელესთან მოხდა. როგორც ცნობილია, თბილისიდან რაჭის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი - რამდენიმე საათში.

 

დღის ამბები