პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განიხილეს სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმები.
იმსჯელეს ტურიზმის წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ხედვებზე. როგორც აღინიშნა, ტურიზმის სექტორთან სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.