შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება, რაც ქმნის შესაძლებლობას, ახლა უკვე ავტოგზავნილებით, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვა.