17 ივნისი 2024,   22:46
ვრცლად
69 წლის ასაკში მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს. 69 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.

ტრისტან სარალიძე, წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.  ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: "სიყვარული ყველას უნდა", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", "სიყვარული ვენახში", "მონანიება". 

დღის ამბები