15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
სიღარიბის მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5-ჯერ და ახალ, ისტორიულ მინიმუმზეა - მიხეილ დუნდუა საქსტატის მონაცემებზე

საქსტატი მორიგ მონაცემებს აქვეყნებს - ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ შეაფასა და აღნიშნა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 12 წელთან შედარებით შემცირებულია 2.5-ჯერ და ახალ, ისტორიულ მინიმუმზეა:

"დღეს ვხედავთ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5-ჯერ და არის ახალ ისტორიულ მინიმუმზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ატარებს გაძლიერდეს და იმ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს სვლა, რა მიმართულებითაც მოძრაობს ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები