08 სექტემბერი 2024,   03:38
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში კიევსა და რამდენიმე ოლქში სარაკეტო საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში კიევსა და რამდენიმე ოლქში სარაკეტო საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა კიევში.

რუსულმა ძალებმა, ხარკოვის ოლქში კორპუსზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა C-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

რუსეთში კი დრონებით შეტევა იყო კრასნოდარის მხარეზე, აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ ნოვოროსიისკის და ტემრიუკის რაიონებში. ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, "მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა".

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე 100 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, ყველაზე რთული სიტუაცია ხარკოვისა და პოკროვსკის მიმართულებებითაა.

საერთაშორისო მედია "როიტერსის" ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად ყოველწლიურად, მინიმუმ 40 მილიარდი ევროს გამოყოფას სთხოვს.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, მედია იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევს ნება დართო ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. მათივე თქმით. ეს ეხება მხოლოდ ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე სამიზნეებს.

დღის ამბები