რუსთავში, ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. კლდიაშვილის სახელობის სკვერი, პატარებს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი სანახაობით მასპინძლობდა.
გაიმართა ანიმაციური გმირებისა და დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.
1-ლი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში "რანინასა” და "კვარტეტ ოთხის" კონცერტით დასრულდა.