27 ივნისი 2024,   00:06
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე - მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, დაშავებულია 5 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი მგზავრი, მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლი.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები