11 ნოემბერი 2026,   20:18
ვრცლად
"საქართველოს დელეგაციას ჩინეთში ვხელმძღვანელობ, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ" - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. პეკინში იმართება მაღალი დონის შეხვედრები. დღეს დელეგაციის წევრები ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ. "ქართულ ოცნებას" ჩინეთის მმართველი პარტია და ცენტრალური კომიტეტი მასპინძლობს. ეკონომიკური კავშირების გარდა თანამშრომლობა ფართოვდება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებითაც. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრაა.


"მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ.

მაღალი დონის შეხვედრები სახალხო წარმომადგენელთა სრულიად ჩინეთის კრებასთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ახალგაზრდულ ფედერაციასთან შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას, ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე განათლებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.





დღის ამბები