29 ივნისი 2024,   19:36
ვრცლად
განადგურებული ნათესები და საცხოვრებელი სახლები - სტიქიამ იმერეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები დააზარალა

ნათესები, ხეხილი, ვენახი - ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თითქმის 80% გაანადგურა. სტიქიამ, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, შეიწირა შინაური ფრინველებიც. ადგილობრივებს დაუზიანდათ სახლების სახურავები და მანქანები.

სეტყვას ძლიერი წვიმა მოყვა, მოვარდნილმა წყალმა კი სოფელ სვირში სახლები დატბორა. უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სტიქიის შედეგად მსგავს მდგომარეობაში იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტია.

უხვმა ნალექმა მოსავლის გარეშე დატოვა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელიც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში, სადაც მოსახლეობას დროებით ელექტროენერგიაც შეუწყდა. ახლა დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის დასახმარებლად ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ.

დღის ამბები