01 ივლისი 2024,   23:22
ვრცლად
ლართან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია დროებითი, აჟიოტაჟური ფაქტორებით - მიხეილ დუნდუა

ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტის ღირებულება დღეს დოლართან მიმართებით 2.86-ია. ლარის კურსზე განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემები აჟიოტაჟური ფაქტორებით არის განპირობებული.

“ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია იმავდროულად, არის წლის დასაწყისთან შედარებით გაუმჯობესებული. ამას მოწმობს მსოფლიო ბანკის ანგარიში, სადაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია, როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლის.

შესაბამისად, ფუნდამენტური ფაქტორები არის წესრიგში, მაღალ დონეზე და ლართან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია დროებითი, აჟიოტაჟური ფაქტორებით. ფუნდამენტურად, ეკონომიკაში პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს,“ - აცხადებს დუნდუა.

დღის ამბები