25 ნოემბერი 2024,   09:12
ვრცლად
"წინსვლა გვაქვს, თუმცა, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს გადის, იცის, რომ არის კარგი და ცუდი დღეები" - ქეით მიდლტონის თქმით, სიმსივნესთან ბრძოლის პარალელურად, სამეფო ღონისძიებებს უბრუნდება

"კარგი პროგრესია" - ამბობს უელსის პრინცესა, რომელიც საზოგადოებას სიმსივნესთან ბრძოლის შედეგებსა და სირთულეებს უზიარებს. როგორც BBC წერს, ქეით მიდლტონი სამეფო ღონისძიებას - Trooping the Colour-ის ცერემონიას დაესწრება.

ეს იქნება მიდლტონის პირველი საჯარო გამოჩენა მიმდინარე წელს.

პრინცესას თქმით, მკურნალობა ჯერ კიდევ გრძელდება და მის დასასრულებლად კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო.

"ვინც ქიმიოთერაპიას გადის, იცის, რომ არის კარგი და ცუდი დღეები. ცუდ დღეებში თავს სუსტად, დაღლილად გრძნობ და გიწევს სხეულის დასვენება. მაგრამ კარგ დღეებში, როცა თავს უფრო ძლიერად გრძნობ, გსურს, მაქსიმალურად გამოიყენო შენი კარგად ყოფნა“, - ამბობს პრინცესა.

ცერემონია, რომელსაც უელსის პრინცესა დაესწრება, ხვალ, 15 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები