24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
GWP-ის წარმომადგენლებს თბილისის მერი შეხვდა

დედაქალაქში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები თბილისის მერიაში განიხილეს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს თბილისის მერი, კახა კალაძე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონს წყალი გრაფიკით მიწოდება. GWP 63 000-მდე აბონენტს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის. რა დრო დასჭირდება დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სრულ აღდგენასა და წყლის მიწოდების შეუფერხებლად უზრუნველყოფას, ჯერ უცნობია. სამუშაოებს ტექნიკური ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.

დღის ამბები