28 სექტემბერი 2024,   08:50
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს, ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ “კლანს“

სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ “კლანს“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

“ვფიქრობ, რომ მაშინაც დამოუკიდებელი იყო სასამართლო და დღესაც იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელ დღეს უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო. 2012 წლამდე იგივე დოზით არა რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა იმ კანონებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლამდე არსებობდა ე.წ. გაიდლაინები როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურაში.

მოცემულ სიტუაციაში სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით.

წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია, ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ კლანი არსებობს სასამართლოში, ეს ხომ თვითონ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს,“ - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ.

დღის ამბები