28 სექტემბერი 2024,   22:11
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ისტორიული თამაშისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ისტორიული თამაშისთვის მზადება დაიწყო. დაპირისპირების მორიგი რაუნდი საქართველოსა და პორტუგალიას შორის ორ დღეში გელზენკირხენში, არენა აუფშალკეზე გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. "ჯვაროსნებისთვის" მთავარი ამოცანა პლეი ოფში გასვლაა.

პირველი ისტორიული ქულა კი საქართველომ ჩეხეთთან დაპირისპირებისას მოიპოვა. ნამდვილი საფეხბურთო წარმოდგენა ჰამბურგის სტადიონზე ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი თერთმეტ მეტრიანი ზუსტი დარტყმით ისევ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე, თავისი ეროვნული გუნდის სახელით პირველი ორი გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდი ისტორიულ თამაშში გიორგი მამარდაშვილმა 11 მოგერიებული ბურთით დაამყარა. 23 წლის მამარდაშვილი უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

დღის ამბები