28 სექტემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა მსხვერპლით დასრულდა - დაშავებულთა შორის კი, ერთი მცირეწლოვანია

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა მსხვერპლით დასრულდა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ადგილობრივები იყვნენ. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 
 
სოხუმმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა. რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებს ამ დრომდე ეძებენ.
დღის ამბები